пятница, 12 августа 2011 г.

ეზოებისა და სკვერების გამწვანება


პროექტის სახელწოდება : ეზოებისა და სკვერების გამწვანება;
პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები გაეცნობიან  ეზოებისა და სკვერების გამწვანების მნიშვნელობას, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა მწვანე საფარისა და იმ ნარგავების  შესახებ, რომლებიც გაალამაზებენ  ტერიტორიას და მეტ სარგებელს მოუტანს ბუნებას. გაავლებენ პარალელს მოუვლელ  და მოვლილ ეზოებსა და სკვერებს  შორის,   მათ გამოყენებას მოსახლეობის  დასვენებისათვის,  ისწავლიან მწვანე საფარის შექმნას;
პროექტის აქტუალობა: საზოგადოებრივი ადგილების მიმართ გულგრილობა,  რაც ჩემი არ არი ს მე არ მეხება“, საზოგადოებრივი ადგილების მოვლით მოსწავლეებში სამოქალაქო  პასუხისმგებლობის გაზრდა;

პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებრივი საფარის შესახებ და მის მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ იმ მცენარეების თვისებებს, რომლებიც უფრო ეფექტურია  ასეთი ტერიტორიების მოწყობისა და გალამაზებისათვის; ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კვლევა-ძიების უნარის განვითარებას, ისტ-ის  გამოყენებას და მისი საშუალებით ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და სხვებისთვის გაზიარებას, შრომის შედეგად მიღებული ესთეტიკური სიამოვნების განცდას;
მონაწილეთა ასაკი:  10-11 წელი;
ვადების ხანგრძლივობა:  6თვე;
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:  გაალამაზებენ სკოლის ეზოს,  მოაწყობენ პატარა სკვერს სკოლის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება, წიგნის კითხვა, კლასაათის ჩატარება. გააკეთებენ  ფოტოალბომს,  ვიდეომასალას, შეიქმნება ნამუშევრების პრეზენტაციები, ბლოგი და ყველა მოძიებული ინფორმაცია დასკვნების სახით გამოქვეყნდება;
საჭირო რესურსები: ინტერნეტი,კომპიუტერი, სამუშაო იარაღები, ნარგავები;
პროექტის მსვლელობა:  კლასი გაიყოფა 3  ჯგუფად. I ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია ისეთ მწვანე  საფარსა და მცენაარეებზე რომლებიც უფრო ესთეთიკური  და  ეფექტური იქნება აღნიშნული ტერიტორიების გამწვანებისათვის, ამასთან ერთად გაითვალისწინონ მცენარეთა ხელმისაწვდომობა.  II ჯგუფს დაევალება უშუალოდ მოიძიონ  I ჯგუფის მიერ შერჩეული მცეენარეები ( მათ ეზოებში, მეგობრებთან, შესაძლებელია კავშირი დაამყარონ გამწვანების მეურნეობებთან, ეროვნულ პარკებთან, სატყეო მეურნეობებთან ).  III ჯგუფს დაევალება მოამზადონ (გაასუფთავონ, დაამუშავონ) ტერიტორია აღნიშნული მცენარეების დასარგავად.  მთელი ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ პროექტის ყველა მონაწილე ვალდებული იქნება  თვალყური ადევნოს მის მოვლა-პატრონობას.ანგარიში წარედგინება საზოგადოებას;
სარგებელი სხვებისთვის: მოეწყობა ექსკურსიები რეგიონის მეზობელ  სკოლებში და გაუზიარებენ შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას;
სამუშაო ენა-ქართული;
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. შრომა, ბუნება, ხელოვნება, ხატვა;
პროექტის ხელმძღვანელი: ნ.დევაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nargizi.devadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nargizidevadze.blogspot.com
 გაკვეთილის გეგმა: ფეფოს ახალწლისა